LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტიქია გურიაში: სხვადასხვა სოფელში, 3 პირს, მათ შორის 2 არასრულწლოვანს ეძებენ

1996
fot

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გურიაში, სხვადასხვა სოფელში, 3 პირის, მათ შორის 2 არასრულწლოვანის მიმართ მიმდინარეობს ძებნის ღონისძიება.

უწყების ცნობით, ძლიერი ნალექის შედეგად დატბორილია საცხოვრებელი სახლები, საველე სავარგულები, მოტეხილია ხეები, ჩამოშლილია მიწის მასები, გარე სამყაროს მოწყვეტილია გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელი.

 

,,მდინარე სუფსა ადიდდა, უფალო დაგვიფარე” – სტიქია გურიაში

⭕ ,,მდინარე სუფსა ადიდდა, უფალო დაგვიფარე” – სტიქია გურიაში #fortunage

ადიდებულმა მდინარემ სახლები დატბორა

ვრცლად: https://bit.ly/3EtWNST

ვიდეოს ადგილობრივი ავრცელებს ნინჩო ნინჩო

Posted by Radio Fortuna FM 106,9 on Thursday, September 7, 2023

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი მართვის ცენტრ 112-დან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 100-ზე მეტი შეტყობინებაა შემოსული გურიის და აჭარის რეგიონებიდან. ძლიერი ნალექის შედეგად დატბორილია საცხოვრებელი სახლები, საველე საბარგულები, მოტეხილია ხეები, ჩამოშლილია მიწის მასები, გარე სამყაროს მოწყვეტილია გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელი.

სტიქიის ადგილზე მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები და კომპეტენციის ფარგლებში ატარებენ საჭირო ღონისძიებებს. ამ ეტაპზე გურიაში, სხვადასხვა სოფელში, სამი პირის, მათ შორის ორი არასრულწლოვანის მიმართ მიმდინარეობს ძებნის ღონისძიება. სრულად მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები და ყველა შეტყობინებაზე ეტაპობრივად ხორციელდება რეაგირება“, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები