LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ხაზს უსვამს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა ხორციელდება ძალიან მაღალ დონეზე“ – ბრეგაძე მაქარაშვილის, კაჭარავასა და ბერძენიშვილის სარჩელზე

40
რატი ბრეგაძე

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ნათლად უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა ხორციელდება ძალიან მაღალ დონეზე, ევროპული სტანდარტის შესაბამისად“, – ამის შესახებ  იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა.

აღნიშნულით მინისტრი გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას გიორგი მაქარაშვილის, ირაკლი კაჭარავასა და ზურაბ ბერძენიშვილის სარჩელთან დაკავშირებით.

ბრეგაძემ იმედი გამოთქვა, რომ ადამიანის ღირსებას, უფლებებსა და და სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებს შორის ბალანსი შემდგომშიც იქნება დაცული.

„მოხარულები ვართ ამ გადაწყვეტილების და ბუნებრივიცაა, საქართველო აგრძელებს კურსს, რასაც ჰქვია ადამიანის უფლებების დაცვა. ეს გადაწყვეტილებაც ნათლად უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა ხორციელდება ძალიან მაღალ დონეზე, ევროპული სტანდარტის შესაბამისად.

დარწმუნებული ვარ, რომ პოლიციის, ისევე როგორც ხელისუფლების ნებისმიერ სხვა წარმომადგენლის მოქმედება შემდგომშიც იქნება ძალიან კორექტული და ყოველთვის გათვალისწინებული იქნება ადამიანის უფლებები და იქნება დაცული გონივრული ბალანსი ადამიანის ღირსებას, უფლებებსა და და სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებს შორის.“–განაცხადა რატი ბრეგაძემ.

„არა მგონია, საქართველოში ვინმე ბედავდეს და სასამართლოზე ზეწოლას ახორციელებდეს“ – რას პასუხობს მინისტრი ე.წ. „კლანთან“ დაკავშირებით დასმულ კითხვას

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, გიორგი მაქარაშვილის, ირაკლი კაჭარავასა და ზურაბ ბერძენიშვილის სარჩელზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებით, 2019 წლის ნოემბერში, პარლამენტის შენობასთან გამართული დემონსტრაციისას მაქარაშვილისა და ბერძენიშვილის მიმართ შეკრებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დარღვეულა.

პოპულალურები