LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუბარი: ნამდვილად არ არის კარგი, როცა ასეთ კანონს დაჩქარებული წესით იღებ, მაგრამ წლის ბოლოა და გადავწყვიტეთ, მომავალი წლიდან ეს ინსტიტუცია კონსტიტუციურ ჩარჩოებში იყოს მოქცეული

58
სოზარ სუბარი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის სოზარ სუბარის განცხადებით, თავის დროზე, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იქმნებოდა, იყო კრიტიკა, რომ ორი ინსტიტუციის გაერთიანება არ შეიძლებოდა, ვინაიდან მათ შორის არსებობს ინსტიტუციური კონტროლი.

როგორც „ქართული ოცნების“ დეპუტატმა აღნიშნა, მაშინ გუნდშიც არ იყო ერთიანი აზრი, თუმცა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს.

„სახელმწიფო ინსპექტორის პოზიციასთან და თანამდებობასთან დაკავშირებით ძალიან სერიოზული კრიტიკა მივიღეთ თავის დროზე, როდესაც ეს ინსტიტუტი იქმნებოდა. ყველა გვაკრიტიკებდა, რომ არ შეიძლება ორი ინსტიტუციის ერთად გაკეთება, ვინაიდან მათ შორის არსებობს ინსტიტუციური კონტროლი. ვეთანხმები მე ამას, გუნდშიც არ იყო მაშინ ერთიანი აზრი, თუმცა მიღებული იქნა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ შექმნილიყო ერთად.

ინსტიტუციური კონფლიქტი ნამდვილად არსებობს და მაშინ ჩვენ რაზეც გვაკრიტიკებდნენ, ზუსტად ის კეთდება ახლა. კრიტიკის საფუძველი, რაც შეიძლება, დარჩეს, არის რატომ დაჩქარებული წესით. ნამდვილად არ არის კარგი, როცა ასეთ კანონს იღებ დაჩქარებული წესით, მაგრამ წლის ბოლოა და გადავწყვიტეთ, რომ მომავალი წლიდან ეს ინსტიტუცია კონსტიტუციურ ჩარჩოებში იყოს მოქცეული“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

რაც შეეხება თანამშრომლებს, სუბარის განმარტებით, მათთან დაკავშირებით გაიზიარეს არსებული კრიტიკა, რომ სჯობს, კანონში პირდაპირ ჩაიწეროს თანამშრომლების შესახებ გარანტიები.

„მეორე მოსმენამდე იგეგმება, რომ გარკვეული კონსულტაციები გავიაროთ. შესაბამისად, კანონი იქნება მიღებული იმ ფორმით, რომ თანამშრომლებს ჰქონდეთ გარკვეული გარანტიები“, – დასძინა სოზარ სუბარმა.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას დეპუტატებმა პირველი მოსმენით ხმა დღევანდელ სხდომაზე უნდა მისცენ

სამართლებრივ ბრძოლაში რომ მარცხდები, ტროლებისა და ბოტების ბრძოლა იწყება: ლონდა თოლორაია

magti 5g