LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუბარი: ყველა იმ ადამიანის ახლობლების საკონტაქტო ნომერს მივაწვდი სააკაშვილს, რომლებიც მისი ბრძანებით მოკლეს ქუჩაში, გააუპატიურეს ციხეში და აწამეს, მოუხადოს ყველას ბოდიში

134
BeFunky-collage (11)

კი ბატონო, შეთავაზება მიღებულია, მე მივაწოდებ დოდო აფრასიძის ტელეფონის ნომერს სააკაშვილს, რომელმაც თვითონ აღიარა, რომ დაჭერის კი არა, ოჯახის განადგურების ბრძანება გასცა, შეხვდეს, მოუხადოს ბოდიში და მიიღოს პატიება, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეროვნულ შერიგებაზე.

სუბარის თქმით, სააკაშვილმა სასჯელი უნდა მოიხადოს და ამის შემდეგ შეიძლება საუბარი შერიგებაზე. მისივე შეფასებით, ქუჩაში პროცესების გადატანით პოლარიზაციის შემცირება და შერიგება არ ხდება.

„მივაწოდებ მას ყველა იმ ადამიანის ახლობლების საკონტაქტო ნომერს, რომლებიც მისი ბრძანებით იყვნენ მოკლულნი ქუჩაში, თუ ციხეში ნაწამები, გაუპატიურებული, მოუხადოს ყველას ბოდიში, მიიღოს მათგან პატიება. მოიხადოს სასჯელი და მერე ვილაპარაკოთ შერიგებაზე. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ დაელოდონ 2024 წელს და მოიგონ არჩევნები. შერიგების იდეა მისაღებია, ოღონდ ჩამოვუთვლი ასეულობით ადამიანს, რომელთა ოჯახის წევრებიც მოკლეს მისი პირადი ბრძანებით.

აფრასიძეებს იმიტომ ვახსენებ, რომ ამ შემთხვევაში მან პირადად აღიარა, რომ გასცა ოჯახის განადგურების და მოკვლის ბრძანება, მან პირადად აღიარა ეს “რედისონში”, ერთ-ერთ ბრიფინგზე, რომ პირადად გასცა ოჯახის განადგურების ბრძანება, შეგიძლიათ თქვენს არქივებში დაძებნოთ”, – განაცხადა სუბარმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g