16 სექტემბერს საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი დაიწყება, თუმცა 20-დე სკოლაში შესაძლოა სწავლის პროცესის დაწყების თარიღმა ორი კვირით გადაიწიოს.

ამ სკოლებში გაკვეთილები მოგვიანებით, შაბათი დღის ხარჯზე ანაზღაურდება.

„ფორტუნა“ განათლების სამინისტროს მიერ მოწოდებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ახალი სასწავლო წლისთვის, სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია მთელ საქართველოში, უპრეცედენტო მასშტაბით, 700-მდე სკოლაში განხორციელდა.

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, საქართველოს მასშტაბით სასწავლო პროცესის დაწყების თარიღმა ერთეულ შემთხვევებში (20-მდე სკოლაში) შესაძლოა მხოლოდ ორი კვირით გადაიწიოს. ასეთ სკოლებში, გაკვეთილები შესაბამისი საგაკვეთილო ცხრილით შაბათი დღის ხარჯზე ანაზღაურდება.

აღნიშნულის შესახებ, მშობლების ინფორმირებას სამინისტროს ინსტრუქციის საფუძველზე, სკოლების ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.“

თამთა უთურგაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები