LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სწორედ იმ ცოცხებით გაიხვეტებიან ხელისუფლებიდან, რომლითაც დარბიან – ბარამიძე

91
გიორგი-ბარამიძე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე დასავლეთიდან თბილისისკენ მომავალ კოლონებსა და მათ დამხვედრ კონტრაქციას ეხმიანება.

თბილისისკენ მომავალ კოლონებს გზად ცოცხები დაახვედრეს

ანა წითლიძე: ფსკერიც კი აღარ ქვია ამას, სამტრედიასთან გზა გადაგვიკეტეს, 30 კაცია ცოცხებით

დეკანოიძე: ქუთაისში მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს ძალდატანებით ცოცხები დაურიგეს და დააყენეს გზაზე

ბარამიძის თქმით, რეჟიმის სასოწარკვეთილი წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ, რომ ადამიანებს ხელი შეუშალონ – მივიდნენ აქციაზე:

“ის ცოცხები, რომლითაც ისინი დარბიან, სიმბოლოა, რომ სწორედ ცოცხებით გაიხვეტებიან საქართველოს ხელისუფლებიდან.

არავისთვის არ არის გასაკვირი, რომ არ რეჟიმის სასოწარკვეთილი წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ, განსაკუთრებით ზუგდიდში, სადაც პირწმინდად დამარცხდნენ, რომ ხელი შეუშალონ ხალხს, თავისუფლების მოედანზე მოხვდნენ 18:00 საათზე.” – თქვა ბარამიძემ.

მისივე თქმით, პრობლემას არ წარმოადგენს ის, რომ აქციაზე ორგანიზაციულად სხვადასხვა პარტია არ იქნება და დარწმუნებულია, რომ  ამ პარტიების ძალიან ბევრი ლიდერი და ამომრჩეველიც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე მივა. 

“ჩვენ არ გვაქვს პრობლემა, რომ ორგანიზაციულად სხვადასხვა პარტია არ იქნება აქ. დარწმუნებული ვარ, ამ პარტიების ძალიან ბევრი ლიდერი და ამომრჩეველიც აქ იქნება. გვჯერა, რომ ყველა ამ რეალურად პროდასავლურ და პატრიოტულ პარტიას აქვს გაცნობიერებული თავისი როლი ჩვენი ქვეყნის წინაშე. დღეს აქ იქნება ყველა ის ადამიანი, ვინც მხარს უჭერს, როგორც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, ასევე პირველყოვლისა მხარს უჭერს ცვლილებებს და საქართველოს გათავისუფლებას ამ პუტინისტური, მოღალატე რეჟიმისგან.” – თქვა ბარამიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ დღეს ქციაზე ყველაფერი უკიდურესად მშვიდობიანად იქნება, დღევანდელი აქციის შემდეგ კი სხვადასხვა ჯგუფის მიერ მომცრო აქციები თბილისში, რეგიონებსა და სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის, რუსთავში, ციხესთან გაგრძელდება.

magti 5g