პარტიის „კანონი და სამართალი” დამფუძნებელი, თაკო ჩარკვიანი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გრიგოლ ვაშაძის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება სოციალურ ქსელში.
ენმ-ს ყოფილმა თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძემ უკრაინის ომთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო კურსზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ამ ხელისუფლებამ გადადგა ძალიან სწორი ნაბიჯები, რასაც გადადგამდა საქართველოს ყველა პატრიოტული ხელისუფლება.
გრიგოლ ვაშაძე: საქართველოს საგარეო პოლიტიკას ვერ წაუყენებ ვერც ერთ პრეტენზიას
“გრიგოლ ვაშაძე! გონიერო, მიხარია, რომ არ ვცდები შენში, ზუსტად ვიცი, რასაც აკეთებ! დიახ, საპრეზიდენტო არჩევნებში მესმის რატომ გქონდა ამხელა ნდობა ხალხისგან!”, – წერს თაკო ჩარკვიანი.