LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაკო გაჩეჩილაძის მეუღლემ წლევანდელი „ევროვიზიისთვის“ ორი სიმღერა დაწერა (ვიდეო)

3734
tako-gachechiladze.borislav-milanovi

თაკო გაჩეჩილაძის უცხოელი მეუღლე წარმატებული კომპოზიტორი და პროდიუსერია. ის წლებია, აქტიურად მუშაობს „ევროვიზიისთვის“ და შესაბამისი დაკვეთებიც აქვს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებისგან, რომლებსაც საევროვიზიოდ სიმღერებს უწერს.

წელს ბორისლავმა „ევროვიზიისთვის“ ორი წარმატებული ნამუშევარი შექმნა. ერთი მალტის წარმომადგენლისთვის, მეორე კი აზერბაიჯანის კონკურსანტისთვის.

ამ ორს შორის უფრო მეტად „ევროვიზიის“ მაყურებელს ჩინგიზის გამოსვლა მოეწონა, სიმღერამ სახელწოდებით Turth მომღერალსა და აზერბაიჯანს წლევანდელ „ევროვიზიაზე“ მეშვიდე ადგილი მოუტანა. მალტა კი მხოლოდ მე-16 ადგილს დასჯერდა.

თაკო გაჩეჩილაძე და ბორისლავ მილანოვი ერთმანეთს ორი წლის წინ „ევროვიზიაზე“ შეხვდნენ. წყვილი გარკვეული პერიოდის წინ დაქორწინდა, მათ შვილი შეეძინათ, რომელსაც ავსტრიაში ზრდიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g