LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაკო მელიქიშვილი: „არ მინდა შევეგუო და არ მინდა ვიფიქრო, რომ ჩემი შვილის ჯანმრთელობის თემა ბოლომდე არ მოგვარდება…“

558
takomeliqishvili2010

თაკო მელიქიშვილი ესტუმრა „პოსტივის“ გადაცემას, სადაც მაყურებლებს თავისი უმცროსი ვაჟი, რატი გააცნო.

შეგახსენებთ, რომ მომღერალს შვილის მკურნალობისთვის საზოგადოების დახმარება სჭირდება. თაკოს კეთილი ადამიანების იმედი აქვს, რომ ისინი დაეხმარებიან რთული პერიოდის გადალახვაში.

როგორც თაკო რეპორტაჟში ამბობს: „რატი ჩემი მეორე სიხარულია. ვსწავლობ ამ ყველაფერთან ერთად ცხოვრებას, იმის იმედით, რომ ყველაფერი გამოსწორდება, დაეწევა თავის ასაკს… ვფიქრობ, ყველა ადამიანს აქვს განსაცდელი ცხოვრების გზაზე, რაც ტყუილად არ გვეძლევა. გვეძლევა იმიტომ, რომ ის გადავლახოთ. ყველა მშობელი იმსახურებს ბედნიერებას“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები