LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თალაკვაძეს ხურჯინი გავატანეთ მოთხოვნებით, გადამწყვეტი იქნება მეორე შეხვედრა” – ალეკო ელისაშვილი მოლაპარაკების მორიგი რაუნდის შესახებ

128
BeFunky-collage (7)

დიპლომატების შუამავლობით გამართული პირველი მოლაპარაკება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კონკრეტული გადაწყვეტილებების გარეშე დასრულდა. ახლა მთელი ყურადღება მიმართულია მოლაპარაკების მეორე რაუნდისკეს, რომელიც უახლოეს დღეებში გაიმართება. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ბურთი “ქართული ოცნების” მოედანზეა და გადაწყვეტილებები  სწორედ მმართველმა გუნდმა უნდა მიიღოს.

საკუთარ მოლოდინებზე მოლპარაკების ერთ-ერთმა  მონაწილემ ალეკო ელისაშვილმა რადიო “ფორტუნას” ეთერში, გადაცემა “რეალურ დროში” ისაუბრა.

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ამბობს, რომ ყინული დაიძრა, თუმცა ხელისუფლებამ ადეკვატური ნაბიჯები უნდა გადადგას.

“ ყველაფერი არის დამოკიდებული ხელისუფლების პასუხზე. ჩვენ ახლა არჩილ თალაკვაძეს ხურჯინი გავატანეთ ჩვენი მოთხოვნებით და გავატანეთ თავის პარტიაში. იმედი მაქვს, რომ დღეს მთელი დღე ითათბირებდნენ და საპასუხო კომპრომისული ვარიანტით მოვა. ხურჯინში დევს ხელახალი არჩევნები და ახალი არჩევნები არა თამარ ჟვანიასთან და გაყალბებული სისტემით კი არა, პატიოსანი სისტემით და პატიოსანი ცესკოთი. ფაქტი, რომ შევხვდით და მარტო შორიდან არ ვუღებეთ მუშტს და წყლის ჭავლით არ გვპასუხობს ხელისუფლება, ნიშნავს რომ ყინული დაიძრა, თუმცა გადამწყვეტი იქნება მეორე მოლაპარაკება “ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა  გადაცემა “რეალურ დროში .“

“არანაირ მეორე ტურებზე არ არის საუბარი”- დაწყებული მოლაპარაკების ფონზე, ლევან კობერიძე მეორე ტურებში ოპოზიციის მონაწილეობას გამორიცხავს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები