LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ჩერგოლეიშვილი: „ალბათ, ვერასოდეს ამოვალ გიგას ვალიდან…“

711
tamarachergoleishvili5

თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში მეუღლის, გიგა ბოკერიას შესახებ სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ მეუღლის მადლობელია იმის გამო, რომ მისი საარჩევნო კამპანიის ორგანიზება სთხოვა.

„ალბათ, ვერასოდეს ამოვალ გიგას ვალიდან ამ ზაფხულის გამო, როდესაც მან კენჭისყრა გადაწყვიტა და მე მომცა შესაძლებლობა, კამპანიაზე მემუშავა.

მოქალაქეებთან უშუალო ურთიერთობა არის პოლიტიკით დაინტერესებული ადამიანებისთვის, პოლიტიკური იდეების უშრეტი წყარო.

ამის შემდეგ რასაც გავაკეთებ, ყველა იდეა იმ მოქალაქეებისგან “მოპარული” იქნება, რომლებიც თავიანთ ყოველდღიურობას მიზიარებენ და ამ ყოველდღიურობაში უკეთ ვათავსებ ხედვას, რაც მაქვს.

მთავარი მიზეზი, რის გამოც ხელისუფლება იოლად ახერხებს ამომრჩევლების მოსყიდვას და დაშინებას ისაა, რომ ადგილზე საკმარისი რაოდენობით, საკუთარ ფეხზე მდგომი ლიდერი არ არსებობს, რომელსაც თავისი თემის ინტერესების ეფექტური დაცვა შეუძლია, იცის, როგორ აკონტროლოს მთავრობა, იცის, როგორ აკონტროლოს საბიუჯეტო ხარჯები, იცის, როგორ აწარმოოს კამპანია, შეუძლია იდეის პროექტად ქცევა და ამ პროექტისთვის დაფინანსების მიღება…

საზოგადოების მოდერნიზაციას მხოლოდ ხელისუფლება ვერ შეძლებს (როგორი ფუმფულაც უნდა იყოს), პირიქით,  ტრანსფორმაციას „ქვემოდან ზემოთ“ დინამიკის ხელშეწყობა სჭირდება. იმისთვის, რომ ცვლილებები გამოიწვიონ, ადამიანებს უნდა ჰქონდეთ რწმენა საკუთარ უფლებებში, მათ უნდა ჰქონდეთ საკუთარი იდეების რეალიზების, თვითორგანიზებისა და მოთხოვნების ჩამოყალიბების უნარი.

ჩვენ ვითანამშრომლებთ იმ ადამიანებთან, რომლებსაც არა თავიანთი სოფლიდან და ქალაქიდან წასვლა, არამედ დარჩენა და ცვლილებების გამოწვევა აქვთ გადაწყვეტილი.

ფოთი, ხობი, სენაკი, ზუგდიდი – უკვე ვიწყებთ და 40-ზე მეტი ბენეფიციარი გვყავს.

მალე გადავალთ აჭარაში, ავითვისებთ გურიასაც და ზაფხულში იმერეთშიც ვიქნებით – ასე გამოვყვებით და გავაკეთებთ ამომრჩეველთა ინტერესების დაცვის ქსელს, მთელ საქართველოში.

ვისაც გაინტერესებთ, შეგიძლიათ მოგვწეროთ (მე, Salome Khvadagiani-ს, ან Gvantsa Kvaratskhelia-ს)“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები