LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავდასხმები, რომელიც კარლ ჰარცელის და კელი დეგნანის მიმართ ხორციელდება, არის აბსოლუტურად მიუღებელი და ძალიან დიდი სირცხვილი: ვანო ჩხიკვაძე

240
Capture11

„თავდასხმები, რომელიც კარლ ჰარცელის და კელი დეგნანის მიმართ ხორციელდება, არის აბსოლუტურად მიუღებელი და ძალიან დიდი სირცხვილი“, – აღნიშნული განცხადება ფონდ ღია საზოგადოების – საქართველოს ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელმა, ანალიტიკოსმა ვანო ჩხიკვაძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ გააკეთა.

კობახიძისგან განსხვავებით, ჰარცელი კეთილსინდისიერი დიპლომატია, “ოცნების” მხრიდან პარტნიორებზე თავდასხმები ყველანაირ ზღვარს გადავიდა: ვინ როგორ აფასებს კობახიძის განცხადებას

კობახიძე: ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში

გახარია: საქართველოს მთავრობის მხრიდან ელჩების ბულინგს ვგმობ

მისი თქმით, კარლ ჰარცელის საქმიანობა საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს. რაც შეეხება ახალ ელჩს, რომელიც საქართველოში ევროკავშირის ელჩის თანამდებობას დაიკავებს, ჩხიკვაძის თქმით, მას ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად ძალიან ინტენსიური სამუშაო ექნება შესასრულებელი.

„საქართველოში ევროკავშირის ყოფილი ელჩის კარლ ჰარცელის საქმიანობა მხოლოდ დადებითად შემიძლია შევაფასო. 4 წლის მანძილზე, რა ურთიერთობებშიც ვიყავით ჩვენ ევროკავშირთან, ჰარცელი ყოველთვის ცდილობდა, რომ მაქსიმალურად დაახლოებოდა საქართველო ევროკავშირს. თუ ვინმე არის პასუხისმგებელი, რომ ჩვენ ეს ვერ შევძელით, ეს არის მმართველი ძალა, ვისაც უნდა მიეღო გადაწყვეტილებები. კარლ ჰარცელის მიმართ მხოლოდ და მხოლოდ სამადლობელი სიტყვების თქმა შემიძლია, როგორც ჩემგან, ასევე ბევრი ჩემი კოლეგისგან და თავდასხმები, რომელიც მის და ასევე საქართველოში აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის მიმართ ხორციელდება, არის აბსოლუტურად მიუღებელი და ძალიან დიდი სირცხვილი.

ევროკავშირის ახალ ელჩს, რომელიც საქართველოში იმუშავებს, იმ ეტაპზე ხვდება ქვეყანა, რომელზეც აქამდე არ ყოფილა, რადგან უკვე ევროპული პერსპექტივა გააჩნია ქვეყანას და ამ თვალსაზრისით უდიდესი ყურადღება და ფოკუსი იქნება გადატანილი ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე. ძალიან ინტენსიური სამუშაო იქნება ამ მიმართულებით“, – განაცხადა ვანო ჩხიკვაძემ.

ვიდეო: გვჯერა, რომ შექმნილ შესაძლებლობებს საქართველო გამოიყენებს – კარლ ჰარცელი საქართველოს ემშვიდობება

სამხარაძე: ჰარცელს შეეძლო უკეთესად ემუშავა, რათა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები