ნიკოლოზ გამყრელიძე აცხადებს, რომ მამაკაცი (მეხუთე პაციენტი), რომლისგანაც ის დაინფიცირდა, დღემდე ინფიცირებულია. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, მამაკაცს დანაშაულის განცდა აქვს.

“PCR ტესტზე ამოდის სუსტად დადებითი პასუხი თითქმის ორი თვეა. ფაქტობრივად უსიმპტომოა. მას დიდი სტრესი ქონდა, აღიქვამდა, რომ ეს მის გამო მოხდა. დანაშაულის განცდა ჰქონდა”, — განაცხადა გამყრელიძემ TV პირველის ეთერში.

შეგახსენებთ, ამირან გამყრელიძის შვილს კორონავირუსი 7 მარტს დაუდასტურდა. ვირუსი მას თანამშრომლისგან გადაედო, რომელსაც იტალიაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა.

მსგავსი თემები