LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისელებს ერთთვიანი, სამთვიანი და ერთწლიანი სამგზავრო აბონემენტები, სავარაუდოდ, 1-ლი იანვრიდან ექნებათ

28613
transporti-w-h-2021-09-13-10-09-34-556167

დედაქალაქში ვადიანი სამგზავრო აბონემენტების სისტემა, დიდი ალბათობით, 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება. როგორც თბილისის მერიაში ამბობენ, იქნება 1-დღიანი, 1-კვირიანი, 1-თვიანი, 3-თვიანი და 1-წლიანი აბონემენტები. „ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკური პროცესების გამართვა და საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ მერი გააკეთებს დეტალურ განმარტებებს“, – განმარტავენ მერიაში, თუმცა ვადიანი აბონემენტების საფასურს ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ.

შეგახსენებთ, ვადიან სამგზავრო აბონემენტებზე აქტიური საუბარი თბილისის მერიაში მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყეს. უფრო კონკრეტულად, 13 სექტემბერს ეს ინფორმაცია თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ გაავრცელა. მაშინვე დაანონსდა, რომ ამ სისტემის ამოქმედება 2022 წლის იანვრიდან იგეგმებოდა.

ირაკლი ხმალაძემდე, ამავე საკითხზე 2019 წელს ასევე თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემაც ისაუბა. მაშინ მან თქვა, რომ თბილისში, ადამიანი ერთი ბილეთით ან აბონემენტით შეძლებდა, როგორც მეტროს, ისე ავტობუსის და მცირე ზომის საზოგადოებრივი ტრანსპორტის საფასურის გადახდას. ბითაძე განმარტავდა, რომ ხალხს არ უნდა უწევდეს ცალ-ცალკე თანხის გადახდა.

როგორც იცით, ამჟამად, დედაქალაქში მოქმედებს ერთიანი გადახდის სისტემა. საათ-ნახევრის განმავლობაში, ერთი გადახდის პრინციპით შესაძლებელია გადაადგილება მეტროთი, ავტობუსითა და ლურჯი მიკროავტობუსით.

თბილისელებს ერთკვირიანი, ერთთვიანი, ექვსთვიანი და ერთწლიანი სამგზავრო აბონემენტები ექნებათ

საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ყოველთვიური აბონემენტები გაიყიდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g