თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის იგოეთის მონაკვეთზე, სოფელ ნიგოზასთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ავტომაგისტრალზე მოძრავი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.