LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის აეროპორტში ბიზნესვიზიტორებისთვის PCR ტესტირება უკვე ხელმისაწვდომია

364
Dubai-Airport-Screening-2

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბიზნესვიზიტორებისთვის PCR ტესტირება უკვე ხელმისაწვდომია. ინფორმაციას BM.ge ავრცელებს, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს – თამარ გაბუნიას ესაუბრა.

გაბუნიას თქმით, ეროპორტში ხდება ნაცხის აღება, რასაც 10-15 წუთი სჭირდება. ტესტის პასუხების ვადები კი დამოკიდებულია თავად ბიზნეს ვიზიტორის სურვილზე.

“ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწრაფად სურს ვიზიტორს ტესტის პასუხის გაგება, რაც თავის მხრივ, ფასზეა დამოკიდებული. მაგალითად, თუ ბიზნესვიზიტორს სურს PCR ტესტის პასუხი დაჩქარებულად, ანუ 6 საათში მიიღოს, 320 ლარი უნდა გადაიხადოს, ხოლო 24 საათში პასუხის გასაგებად – 250 ლარის გადახდაა საჭირო”, – განმარტავს გაბუნია.

აღსანიშნავია, რომ ტესტის პასუხის მიღებამდე ვიზიტორი იმყოფება სასტუმროში, რომელსაც თავად ირჩევს და რჩება თვითიზოლაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები