ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სასტუმრო „ბიოგრაფის“ გახსნაში მიიღო მონაწილეობა. 4-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობაში კომპანია „მონოლით ჯგუფმა“ 18 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. სასტუმროში, რომელიც 112 ნომერს მოიცავს, ამ ეტაპზე 40 ადამიანია დასაქმებული, თუმცა უახლოეს პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა იგეგმება.

ნათია თურნავას თქმით, მისასალმებელია, რომ სასტუმრო უკვე აქტიურად იღებს ჯავშნებს და ამ დღეებში პირველ ტურისტებს ელოდება.

„თბილისის ისტორიულ უბანში კიდევ ერთი ძალიან საინტრესო ახალი პროექტი განხორციელდა, რომელიც მთლიანად ქართული ინვესტიციით შეიქმნა. ჩვენ მაქსიმალურად დავუდგებით გვერდში და დავეხმარებით მათ პერსონალის დატრენინგებაში, ვინაიდან მაღალკვალიფიციური პერსონალის ყოლა ძალიან მნიშვნელოვანია სასტუმროებისთვის. უნდა ითქვას, რომ ინვესტორებს ძალიან დიდი გამბედაობა დასჭირდათ, კოვიდის დროს გაეხსნათ ახალი სასტუმრო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ძალიან წარმატებული წამოწყება იქნება. სასტუმრო უკვე თითქმის სრულად დაჯავშნილია და რამდენიმე დღეში ისრაელიდან პირველ სტუმრებს ელოდებიან, მოგვიანებით კი უკრაინიდან. ჩვენი პროგნოზით, ეკონომიკის ზრდა და ტურიზმის აღდგენა უნდა მოხდეს სწრაფად და დარწმუნებული ვარ, ეს სასტუმრო ისევე, როგორც სხვა ახალი მცირე და საშუალო სასტუმროები თბილისსა და მთლიანად საქართველოში, წარმატებით გააგრძელებენ საქმიანობას“, – განაცხადა თურნავამ.

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები