LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თბილისობასთან“ დაკავშირებით ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

349
Capture

„თბილისობა 2019“-თან დაკავშირებით, ევროპის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება და ავტობუსების მარშრუტი შეიცვლება. ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი ავტობუსები – N31, N44, N80 და N102 ევროპის მოედნის ნაცვლად, კოტე აფხაზის ქუჩას გაივლიან. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს და მოსახლეობას დისკომფორტის შექმნისთვის ბოდიშს უხდის.

 

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის დღესასწაული 5-6 ოქტომბერს რამდენიმე ცენტრალურ ლოკაციაზე გაიმართება. მათ შორისაა: რიყე, ლეღვთახევი, მეტეხის ხიდი, ევროპისა და ორბელიანის მოედნები.

 

მუზეუმი ღია ცის ქვეშ, აკრობატების შოუ და ნანი ბრეგვაძის “მუხამბაზი” – თბილისობა 2019-ის პროგრამის დეტალები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები