LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისსა და მიუნხენს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აგვისტოდან აღდგება: რიგის რეისიც გადაწყვეტილია

198
FORTUNA.GE (38)

აგვისტოდან ევროპის მიმართულებით პირდაპირ ავიარეისებს რამდენიმე კომპანია შეასრულებს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ისაუბრა.

ნათია თურნავას ინფორმაციით, შეთანხმება უკვე მიღწეულია ავიაკომპანია „ლუფტჰანზასთან“, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ასევე კომპანიებთან „ეარ ფრანს“ და „ეარ ბალტიკი“. 

საქართველო 5 ქვეყანასთან საზღვარს ხსნის: რომელი ქვეყნის ტურისტებს შეეძლებათ ქვეყანაში შემოსვლა

საქართველოს მთავრობა ევროკავშირის წევრ შესაბამის ქვეყნებთან მოლაპარაკებებს აქტიურად განაგრძობს.

„პირდაპირი ფრენები და ავიაკომპანიებთან შეთანხმებები უნდა ემსახურებოდეს გარკვეულ ლოგიკას. შესაბამისად, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ დავუშვებდით რეგულარულ ფრენებს, ვიდრე არ გვეცოდნიებოდა თავად მიმღები ქვეყნის პოზიცია. ახლა, როდესაც ვიცით ვინ არიან ის სახელმწიფოები, ვინც ჩვენ უპირობოდ გვიშვებს, რა თქმა უნდა, მეტი საფუძველი გვაქვს, რომ მოველაპარაკოთ ავიაკომპანიებს და ავიაკომპანიებსაც მეტი საფუძველი აქვთ – კომერციულად მიმზიდველი იქნება მათი რეისები. ეს ეხება კომპანია „ლუფტჰანზას“, რომელთანაც მიღწეული გვაქვს შეთანხმება, რომ ყველაზე გვიან 2 აგვისტოს აღდგება რეგულარული მიმოსვლა თბილისსა და მიუნხენს შორის, სიხშირით – კვირაში ორი ფრენა“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

რაც შეეხება სხვა მიმართულებებს და ავიაკომპანიებს, ნათია თურნავას განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკება „ეარ ფრანსთან“. მოსალოდნელია, რომ რეგულარულ ფრენებზე შეთანხმება აგვისტოდან მოხდეს, შარლ დე გოლის აეროპორტთან. მინისტრის ინფორმაციით, სიხშირეების რაოდენობა ჯერ მოლაპარაკების საგანია.

ბალტიისპირეთის ქვეყნებში, სადაც ასევე იხსნება საზღვარი, „ეარ ბალტიკია“ წარმოდგენილი, რიგა-თბილისის რეისის შესრულება ასევე აგვისტოში დაიწყება.

„ამ ეტაპზე ფრენების სიხშირეზე ვსაუბრობთ. ჩვენი პოზიციაა, რომ კვირაში ერთი სიხშირე იყოს, კომპანია ახლა ამას განიხილავს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო ევროპის ხუთ სახელმწიფოსთან საზღვარს უპირობოდ ხსნის: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. ამ ქვეყნის მოქალაქეებს, რეზიდენტებს საქართველოში შეეძლებათ ყველა სახის ვიზიტი, მხოლოდ პირდაპირი საჰაერო გზით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები