“სტრატეგია აღმაშენებლის” სოციალური მიმართულების ხელმძღვანელის თეონა ჭალიძის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მარტის მონაცემებით, თბილისში უფასო სასადილოების მოსარგებლეთა რაოდენობა გაიზარდა. მისივე განცხადებით, თბილისში 12 431 ბავშვი უფასო სასადილოს საკვებით იკვებება.
თეონა ჭალიძის განმარტებით, სასადილოების ბენეფიციართა ძირითად და დამატებით სიაში ჯამურად 45112 სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირია, მათგან უმრავლესობა 25924 ქალია, რაც თითქმის 15 %-ით მეტია კაცების რაოდენობაზე.
“თბილისის მერია “სტრატეგია აღმაშენებლის” სოციალური სამსახურს არ აწვდის სრულყოფილ ინფორმაციას. არ ასაჯაროებს ინფორმაციას უფასო სასადილოს მომსახურების პროგრამის მსურველთა რაოდენობის შესახებ. ამით არღვევს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლს საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ. როგორც ჩანს, კახა კალაძე ცდილობს დაფაროს კიდევ უფრო დამძიმებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და უკიდურესი გაჭირვების გამო კიდევ უფრო გაზრდილი მოთხოვნა სასადილოს საჭმელზე, რომლის დაკმაყოფილებაზეც არ ფიქრობს. შეგახსენებთ მერიას ერთი ადამიანის კვებაზე დღეში 1 ლარი აქვს გათვალისწინებული და ამას ემატება 29 თეთრი, რომელიც გამოყოფილია დღეში ერთი ადამიანის პურისთვის”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.