ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მომსახურეობის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგებს ატარებს.

ადმინისტრაციის ორგანიზებითა და მოწვევით საქართველოში სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი ბრიტანული კომპანიის „მაქსიმეჯინის“ ხელმძღვანელი ემილი ვუდი იმყოფება, რომელსაც 15 წლიანი საერთაშორისო გამოცდილება აქვს. „მაქსიმეჯინი“ მსოფლიოს ბრენდი სასტუმროების სხვადასხვა ქსელის თანამშრომლებისთვის გადამზადების კურსებს ატარებს. ემილი ვუდი 18–26 ოქტომბერს თბილისში არსებული სასტუმროების 80 მენეჯერს ტრენინგს ჩაუტარებს.

სასაწვლო კურსის თემაა „სასტუმროს მართვის უნარ-ჩვევები.“ ტრენინგი თბილისში უკვე მეორედ ტარდება. პირველად სასწავლო კურსი ივნისში გაიმართა და 72 მენეჯერი ესწრებოდა. მონაწილეთა შეფასებების, მაღალი მოთხოვნის გამო ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სასწავლო კურსის განმეორებით ჩატარება გადაწყვიტა.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05