LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დედაჩემს ყვავი ბეჟანიშვილის ქუჩაზე მისდევდა, ის კი ჩანთით იგერიებდა”

956
1547042765-new-caledonian-crow-1024x683

დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რამდენიმე ადამიანს თავს ყვავი დაესხა, რის შედეგადაც ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თბილისში ცოტახნის წინ კიდევ ერთი ასეთი შემთხვევა მოხდა, რომლის შესახებაც fortuna.ge-სთვის გახდა ცნობილი.

როგორც ნაძალადევის რაიონში მცხოვრები ერთ-ერთი ქალბატონის ოჯახის წევრი გვიყვება, ქალს ბეჟანიშვილის ქუჩაზე მოულოდნელად ყვავი თავს დაესხა.

“ჯერ ჩანთით სცადა მისგან თავდაცვა, შემდეგ კი პატარა ჯოხით შეძლო ყვავის მოგერიება. საბედნიეროდ ქალი არ დაშავებულა, თუმცა ამ ფაქტის გამო შოკირებული იყო”, – აღნიშნავს დაზარალებული ქალის შვილი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

როგორც ამბობენ, თბილისში ყვავების ადამიანებზე თავდასხმის არაერთი შემთხვევა მოხდა. რამდენიმე ასეთი ფაქტი მაისი-ივნისის თვეებშიც დაფიქსირდა.

თბილისში, ყვავის თავდასხმის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები