LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ფესტივალი „მცირე მარნები დიდ ასპარეზზე” გაიმართა

135

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ანდრო ასლანიშვილმა თბილისში, მთაწმინდის პარკში, ღვინის ფესტივალი “მცირე მარნები დიდ ასპარეზზე” გახსნა.

ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის დღეები „ღვინობისთვე-2018“-ის ფარგლებში გაიმართა და მისი ორგანიზატორია საქართველოს ღვინის კლუბი. ანდრო ასლანიშვილის განცხადებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, სწორედ საშუალო და მცირე საოჯახო მარნების განვითარების ხელშეწყობაა.

„წარმატებული რთველის შემდეგ ქართული ღვინის დღეები „ღვინობისთვე-2018“ აღინიშნა, რომელიც დატვირთული იყო სხვადასხვა ღონისძიებით, რაც კიდევ ერთი გზავნილია, რომ სწორედ საქართველოა ღვინის სამშობლო. მისასალმებელია, რომ საქართველოში მცირე და საშუალო ღვინის მარნები ვითარდება. დღეის მდგომარეობით, საქართველოში ოფიციალურად 800-მდე ღვინის მწარმოებელია, მათ შორის, ბევრია საოჯახო მარანი, რაც არის ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე. მცირე მარნები ვითარდება არა მარტო კახეთში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც ამ ფესტივალზე თვალსაჩინოა“, – აღნიშნა ანდრო ასლანიშვილმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და საქართველოს ღვინის კლუბის ორგანიზებით, ფესტივალი „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“ 2016 წელს პირველად ჩატარდა და საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია, რაზეც როგორც წლევანდელი მონაწილე მარნების, ისე სტუმრების გაზრდილი რაოდენობა მიუთითებდა. ფესტივალში მონაწილეობდა 40-მდე მარანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები