LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში “სინოფარმით” ვაქცინაციისთვის ადგილები 2 საათში შეივსო

135
unnamed (2)

თბილისში ჩინური ვაქცინის “სინოფარმით” ვაქცინაციისთვის ადგილები 2 საათში შეივსო. რეგისტრაცია დღეს, 20:00 საათზე დაიწყო და 22 საათისთვის ყველა ადგილი დაიჯავშნა.

მსურველებს, ამ ეტაპზე რეგისტრაცია მხოლოდ რეგიონებში შეუძლიათ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად მოქალაქეებს შეუძლიათ, ეწვიონ ვებგვერდს booking.moh.gov.ge ან დარეკონ ნომერზე 15 22.

ცნობისთვის, ვაქცინაციის პროცესი 4 მაისიდან დაიწყება.

„სინოფარმი“ ერთ-ერთი გამორჩეული ვაქცინაა, ვინაიდან მისი ეფექტურობის, უსაფრთხოების მაჩვენებელი, გვერდითი მოვლენების სიხშირე ზუსტად შეესაბამება იმ მოლოდინებსა და რეკომენდაციებს, რაც არსებობს ხარისხიან ვაქცინებთან დაკავშირებით

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები