ღამით თბილისში დათვს ეძებდნენ. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ცხელ ხაზზე ადგილობრივმა მცხოვრებმა დარეკა, რომელიც ამტკიცებდა, რომ იყალთოს ქუჩაზე დათვის ბელი დაინახა.

ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სასმსახურიც. ცხოველის ძებნა გვიან ღამემდე გაგარძელდა, თუმცა, უშედეგოდ.

ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსის განცხადებით, ცხოველის დაკარგვას არც ზოოპარკში და არც ცირკში არ ადასტურებენ.

მსგავსი თემები