LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა ადეიშვილი: „ჩემი წილი სოფო შუბლაძე მყავდა… ნინოს ვარწმუნებდი, რომ გამოძვრება, ეს არ მოხდება-მეთქი…“

8106
teaadeishvili20245

ჟურნალისტი თეა ადეიშვილი კოლეგის, ნინო შუბლაძის დის, სოფოს გარდაცვალების შესახებ წერს. მოგეხსენებათ, ახალგაზრდა ქალი კოვიდინფექციის მეორედ დადასტურების შემდეგ გართულებით გარდაიცვალა. თეას მასთან მიმოწერა ჰქონდა და სწორედ მას იხსენებს სოციალურ ქსელში:

„მე ჩემი წილი სოფო შუბლაძე მყავდა, გული მისკდება, ახლა ამას რო ვწერ! არ მჯერა და თან შუბლით ვეჯახები ამ საშინელ რეალობას!!! ანო მენატრებაო, ბოლოს რომ დაწერა, მაშინ გავიგე, რომ ისევ კლინიკაში იყო… ამ დღეებში ნინოს ვარწმუნებდი, რომ გამოძვრება, ეს არ მოხდება-თქო! მართლა ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ეს დღე დადგებოდა, ჩვენი უნიჭიერესი სოფო, თავისი საოცარი ენერგეტიკით აქეთ იყო ყველას იმედი და მშველელი ❣ ყოველთვის მეგონა, რომ ყველაფერი იცოდა და ამიტომ ნებისმიერ თემაზე შემეძლო მიმეწერა, დასაყრდენი და საერთო ენა გვეპოვა…  ბოლოს ჩემს ჯანმრთელობაზე გვილაპარაკია, მე მამშვიდებდა, მე კი ვერაფერი გავაკეთე სოფოსთვის!!! ღმერთო, ნეტა შემძლებოდა, ჩემი სიცოცხლე გამენაწილებინა მისთვის! – სოფო, მიყვარხარ, სულ ასე იქნება…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები