ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მოცეკვავე თეა დარჩიამ ისაუბრა თემაზე „დედობა 40 წლის შემდეგ“. მან მეოთხე შვილი სწორედ 40 წელს გადაცილებულმა გააჩინა.

თეა დარჩია:

„43 წლის ვარ, მივდივარ ექოზე, რომ ბავშვის გულისცემა მოვისმინო, ჭკუაზე არ ვარ სიხარულით და მეუბნებიან, რომ ბავშვს დაუნის სინდრომი აქვს. მითხრეს, რომ კვლევა უნდა გამეგრძელებინა, გერმანიიდანაც მომივიდა პასუხები, რომ 80% ბავშვს დაუნის სინდრომი ექნებოდა… სერიოზული ბრძოლები იყო ჩემს თავშიც, გარემოდანაც, რომ აბორტი გამეკეთებინა. სამი ჯანმრთელი შვილი გყავს, ანგელოზები, რად გინდა ახლა ესო. საკუთარი მშობელი დედისგანაც კი… ერთადერთი, შვილები არ ამბობდნენ არაფერს, ხმას არ იღებდნენ.

მადლობა ღმერთს, რომ იოტისოდენა რწმენა მაინც მქონდა… მეუფე დიმიტრი შიოლაშვილმა მითხრა, აირჩიე, გინდა, იყო მკვლელი დედა, თუ განსხვავებულ ადამიანს გაზრდიო. 9 თვე ვიცხოვრე იმ აზრით, მერე რა-მეთქი. ეს ადამიანი უკვე ჯილდოა. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები ოჯახში ჯილდოები არიან. მე დავიწყე ნერვიულობა პირიქით, ჯანმრთელ შვილებზე. მისთვის ყველა გზა ღია იქნება და დანარჩენი შვილები როგორ და რას დაიმსახურებენ-მეთქი. მადლობა ღმერთს, გაჩნდა ადამიანი, სრულყოფილება. 10-დან 10 ქულა არც ერთ ჩემს შვილს არ აუღია. 45 წუთში სამშობიაროში მისვლიდან გულზე მეწვინა აბსოლუტურად ჯანმრთელი ადამიანი… თუკი ვინმე დაიჯერებს, რომ ასეთი არჩევანის წინაშე ვიდექი და ახლა არც ერთი ჩემი შვილი არ არის მასავით ნიჭიერი… დარწმუნებულები იყავით, თუ ღმერთს არ უნდა, არც ჩაისახება, თუ ღმერთს უნდა, აუცილებლად უნდა გააჩინოთ…“

ფორტუნა ავტორი
ავტორი

მსგავსი თემები