LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თეატრალურის კვარტეტი“ 15 წლის იუბილეს ახალი პროექტით აღნიშნავს

199
kvarteti

„თეატრალურის კვარტეტმა“ ახალი საქველმოქმედო პროექტი წამოიწყო. მისი სახელწოდებაა „აქ ემღერება გულს“. პროექტის შესახებ ანსამბლი ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე წერს.

„ძვირფასო მეგობრებო, „თეატრალურის კვარტეტმა“ 15 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაიწყო პროექტი სახელწოდებით “აქ ემღერება გულს”, პროექტს აქვს ორი ძირითადი დატვირთვა:

1) სოციალური სახის, რაც გულისხმობს რეგიონებში არსებულ მოხუცებულთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებში ჩასვლას, ამ ადამიანების მიმართ პატივისცემის და სითბოს გამოხატვას და ჩვენი სიმღერით მათი ცხოვრების ცოტათი გალამაზებას. ორი ღონოსძიება უკვე დაგეგმილია, 14 მარტს ბათუმში და 15 მარტს – ქობულეთში.

2) ასევე ჩავიდეთ რეგიონებში და მადლობა გადავუხადოთ ჩვენს უსაყვარლეს მსმენელს, ამდენი წლის ერთგულებისთვის და უსაზღვრო სიყვარულისთვის. ამ პროექტის ფარგლებში 8 მარტს, ქალაქ ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში, ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის მხარდაჭერით ჩატარდა ტურნეს პირველი კონცერტი. ძალიან დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ქალბატონ ელეონორა გოგოლაშვილს, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ამ კონცერტის ჩატარებაში. ასევე დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც დაგვაფასა და მოვიდა კონცერტზე, ბოლოს მადლობა კონცერტში მონაწილეობისთვის და გვერდში დგომისთვის ქალბატონ ეკა მამალაძეს, ბატონ ნიკოლოზ წულუკიძეს და ბატონ ლევან ჩხაიძეს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g