LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტელეფონიც გამიტეხეს და ხდებოდა ბევრი ბინძური ხერხებით მანიპულირება – როგორ უშლიდნენ ხელს ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას ურთიერთობას

3968
საქართველოს შემოსავალი სატრანსპორტო მომსახურებიდან 2022 წელს (64)

ლიზა ჩიჩუა არის ჩემი ცხოვრების მთავარი აზრი, რომელსაც ჩვენ მეორე ნახევარს ვეძახით. მე მას პირველ ნახევარს ვეძახი. ამბობს ირაკლი მაქაცარია გადაცემაში „ნოესთან“.

გადაცემის ანონსიდან ვიგებთ, რომ ყველაზე პოპულარული წყვილის ურთიერთობაზე ბევრი რამ გახდება ცნობილი.

ნოეს კითხვაზე, რატომ ტიროდა ქორწილის დღეს ლიზას დანახვისას, ირაკლი პასუხობს:

„ლიზა, რომ დავინახე, მართლა ვერ ვიკავებდი ცრემლებს“.

ირაკლი ასევე ამბობს, რომ მათ ურთიერთობას ხელისშემშლელი პირობები ჰქონდა.

„ტელეფონიც გამიტეხეს და ხდებოდა ბევრი ბინძური ხერხებით მანიპულირება“. – ამბობს ტელეწამყვანი.

ირაკლი არ პასუხობს კითხვას, ვის სჭირდებოდა ეს ყველაფერი.

გადაცემა მომავალ კვირას, 18 სექტემბერს გავა ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები