LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტელეფონში, რაც ვერ მოვასწარი, რომ მეთქვა, ახლა გწერ… ვახო, ერთხელ მაინც იქნებ გეყოს კაცური გამბედაობა და შენს ნამოქმედარზე აიღო პასუხისმგებლობა, შენ აღარ ხარ ,,ლიჩნიკი’’ – გოგაშვილი გომელაურს

283
გომელაური და გოგაშვილი

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ღია წერილით მიმართავს.

გოგაშვილი მოუწოდებს ვახტანგ გომელაურს, რომ „ეყოს კაცური გამბედაობა“ და ნამოქმედარზე პასუხისმგებლობა აიღოს.

„ვახო, ერთხელ მაინც იქნებ გეყოს კაცური გამბედაობა და შენს ნამოქმედარზე აიღო პასუხისმგებლობა. შენ აღარ ხარ ,,ლიჩნიკი’’, შენ ხარ შს მინისტრი, პოლიტიკური თანამდებობის პირი და მმართველი ბანდის პოლიტსაბჭოს წევრი. ვიცი, რომ წლების მანძილზე პრაქტიკაში კარგად მოირგე შენი გაფუჭებულის სხვაზე გადაბრალება, სხვისი დასჯა და შენი თანამდებობის, ასევე არაოფიციალური კოლოსალური შემოსავლის შენარჩუნება, რომელიც ყოველთვიურად უტოლდება 10 000 რიგითი პოლიციელის შემოსავალს.

„მივიღე მუქარა ივანიშვილისაგან, რომ მოხდება ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურება.. შეიძლება გავიგო, რომ ჩემი ოჯახი CO-თი გაიგუდა, ხანძარს ემსხვერპლა ან ავტოსაგზაო შემთხვევას“ – გოგაშვილი მიმართვას ავრცელებს

სხვის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ, მაგალითად მინდა გავიხსენო, მაჩალიკაშვილის საქმე, როდესაც ჩემს წინააღმდეგ აგორებული, ბინძური ცილისმწამებლური კამპანია შეგეძლო გაგეჩერებინა ერთი შენი განცხადებით, მაგალითად:

შავნაბადას სპეცრაზმი არ ექვემდებარება გოგაშვილს და მათზე ის ვერ გასცემდა ბრძანებას, ეს არის ჩემს დაქვემდებარებაში. ამის ნაცვლად შენ შეხვდი საიდუმლოდ მედიკო მარგოშვილს და შენი თავის დაძვრენა განიზრახე, უარესიც, თქვენ ამ გამწარებულ ოჯახთან გაგზავნეთ ბინძური ადამიანი, რომელსაც უხდით ფულს და დაავალეთ ჩემს წინააღმდეგ მუშაობა, რათა დაეჯერებინა ოჯახი, თითქოსდა ჩემს მიერ ჩადენილ დანაშაულში. სამწუხაროდ, მან ეს მოახერხა და გამწარებულ მამას მიაღებინა შურისძიების გადაწყვეტილება ჩემს წინააღმდეგ.

ბინძურმა ადამიანმა თავის დავალების შესრულების დასტურად ჩანაწერიც გააკეთა, რომელიც კეთილი ადამიანების წყალობით ჩემს ხელში აღმოჩნდა. მე შევკრიბე ყველა მტკიცებულება და ამ ბინძური ადამიანის წინააღმდეგ შევიტანე საჩივარი პროკურატურაში. ეს მასალები ახლა შენს უწყებაში დევს და შენ მას ცივ ნიავს არ აკარებ.

“28 ივლისს სოსო გოგაშვილი გაიყვანეს ე.წ საშხაპეში და უთხრეს, რომ ფანჯრის რაფაზე განთავსებული ტელეფონისთვის ეპასუხა – გოგაშვილმა უპასუხა, მას ესაუბრებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი” – რას ჰყვება სოსო გოგაშვილის ადვოკატი

ვახო, მიუხედავად მუქარისა, მე მაინც ბოლომდე ვიბრძოლებ, სანამ ამ სისტემას არ დავანგრევ.

მე ვარ თქვენი სიბინძურის მამხილებელი თავის ტკივილი – გოგაშვილი 306-ე საკნიდან „ოცნებას“ მიმართავს

ამას მე შენთვის და შენი ოჯახისთვისაც ვაკეთებ, რადგან მალე, როცა ეს მთავრობა აღარ იქნება და სახელმწიფო ინსტიტუტები გათავისუფლდება ოლიგარქის მარწუხებისაგან, დადგება დრო, აგო პასუხი შენს მიერ ჩადენილ დანაშაულებზე, მაშინ კი აღარ შემოგივარდებიან შენც შუაღამისას სახლში, არ ჩაგიდებენ იარაღს და ათას სიბინძურეს და შენს შვილ ლუკაჩოსთან ერთად კი არ გათრევენ მიწაზე, არ გირტყამენ და პირში ლულებს არ ჩაგთხრიან შენ და შენს შვილს, არამედ თავისუფალ უწყებაში დაგიბარებენ, სუფთად ჩაცმულს, წაგიყენებენ ბრალს და მოგაბრძანებენ N 12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ვინტილაცია უკვე გაკეთებული იქნება და დიდხანს ისუნთქებ გრილ და სუფთა ჰაერს. პ.ს ეს წერილი არ ითვალისწინებს შეგონებას, რამე

თუ ვიცი, რომ ,,იმის’’ ბრძანების გარეშე, არაფერს არ იზამ. ეს უბრალოდ ტელეფონში, რაც ვერ მოვასწარი, რომ მეთქვა, ახლა გწერ.

დროებით ,,ღირსეულო გენერალო“,- წერს გოგაშვილი სოციალურ ქსელში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g