LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ტელევიზიებმა შეგვაჩვიეს, რომ ახალი ამბები “იქმნება” – ჯაღმაიძე სასულიერო პირებზე ფარული ჩანაწერების კომენტირებას არ ჩქარობს

73
ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ ინტერნეტში გავრცელებული ფარული ჩანაწერების კომენტირებას არ იჩქარებს.

მისი სიტყვებით, ტელევიზიებმა მიგვაჩვიეს, რომ ფარული ჩანაწერები „იქმნებდა“.

„ძალიან ცუდია, თუ სიმართლეა უკანონო მოსმენების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.

ისე ზოგიერთი ტელევიზიიდან ფაბრიკაციებიც ბევრი გვინახავს, ცილისწამებებიც. სამწუხაროდ თავად ტელევიზიებმა შეგვაჩვიეს, რომ ახალი ამბები “იქმნება” და არა უბრალოდ შუქდება.

ტყუილის და მართალის შერევით კი ყველაზე საშიში ცილისწამებები იქმნება. ამიტომ კომენტარის გაკეთებას არ ვიჩქარებ“, – წერს სოციალურ ქსელში ანდრია ჯაღმაიძე.

მეუფე ნიკოლოზი: ცოტა ხნის წინ ერთმა ადამიანმა გამაფრთხილა, რომ მისმენდნენ… რუსეთიდან ჩემს ანგარიშზე ფულის გადარიცხვა შეუძლებელია

გია ვოლსკი: თუ ვინმე ჩანაწერებს აკეთებდა, მათ შორის, მონაზვნების, მღვდლების, თითოეული ჩვენგანის პირადი ცხოვრების, ეს იყო „ნაცმოძრაობა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g