LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თემქის დასახლებისა და ავჭალის ნაწილს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა

116
BeFunky-collage (28)

თბილისის გაზმომარაგების ცენტრალურ მაგისტრალზე ავარია მოხდა, რის გამოც თემქის დასახლებისა და ავჭალის ნაწილს გაზმომარაგების მიწოდება შეუწყდა. ინფორმაციას “თბილისი ენერჯი” ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გაზმომარაგების უმოკლეს დროში აღდგენისთვის, ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე “თბილისი ენერჯის” სპეციალური ჯგუფები სრულად მუშაობენ.

„აღნიშნული სამუშაოები დღეს დღის ბოლომდე დასრულდება. გაზმომარაგება კი უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე ხვალ, 27 თებერვალს 21:00 საათამდე სრულად აღდგება,“ – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.