კულტურის სამინისტრო საქართველოს სახალხო არტისტს, თენგიზ არჩვაძეს 90 წლის იუბილეს ულოცავს.
სახელმწიფო და რუსთაველის პრემიების ლაურეატს, ქართული თეატრისა და კინოს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მსახიობს, თენგიზ არჩვაძეს 90 წელი შეუსრულდა.
თენგიზ არჩვაძემ 1956 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი და მალევე მუშაობა მარჯანიშვილის თეატრში დაიწყო. 1967 წლიდან მუშაობდა რუსთავის დრამატულ თეატრში.
2017 წელს, ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, თენგიზ არჩვაძეს კულტურის სამინისტროს სპეციალური ჯილდო, „ხელოვნების ქურუმის“ წოდება მიენიჭა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პატივს მიაგებს თენგიზ არჩვაძის ღვაწლს ქართული კულტურის წინაშე, ულოცავს იუბილეს და დღეგრძელობას უსურვებს.