LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თენგიზ ცერცვაძე: ჩემი პროგნოზით, პიკი შემოდგომაზე იქნება, მაგრამ ეს ტალღა იქნება გაცილებით რბილი, ვიდრე პირველი 6 ტალღა იყო

190
tsertsvadze_w_h

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსის პიკს შემოდგომით პროგნოზირებს.

როგორც ცერცვაძე განმარტავს, ახალი ტალღა გაცილებით რბილი იქნება, ვიდრე პირველი 6 ტალღა იყო.

თენგიზ ცერცვაძე განმარტავს ვის შეუძლია მე-3 და მე-4 „ბუსტერის“ გაკეთება და ასახელებს მიზეზებს, რამაც კორონავირუსის შემთხვევების ზრდა გამოიწვია

„ტურისტული სეზონია, მოგზაურობა გაიზარდა და ძალიან ბევრი ქართველი უცხოეთში მოგზაურობისას დაინფიცირდა. ალბათ, ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია ის, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, საქართველოში დომინანტი გახდა BA4 და BA5 შტამები, რომლებიც გაცილებით უფრო მეტი გადამდებლობით ხასიათდებიან, ვიდრე იყო მანამდე გავრცელებული BA2 შტამი. ჩემი პროგნოზით, პიკს შემოდგომაზე მიაღწევს და ეს არ იქნება ისეთი დრამატული მატება და ისეთი პიკი, როგორიც წლის დასაწყისში იყო, მაგრამ მაინც იქნება ახალი ტალღა. ვფიქრობ გაცილებით რბილი, ვიდრე პირველი 6 ტალღა იყო. ყველაზე კარგი გამოსავალი ისევ არის ვაქცინაცია. სამწუხაროდ, იცით თქვენ რომ საქართველო ვაქცინაციაში მოიკოჭლებს“, – განაცხადა მან.

მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევების მატება გვაქვს, მოსახლოებას შეუძლია აბსოლუტურად დაცულად იგრძნოს თავი, რადგან ჯანდაცვის სისტემა ამისთვის მზადაა ისე, როგორც არასდროს - ცერცვაძე

დროული ტესტირება და ექიმთან დროულად მისვლა აბსოლუტური გარანტია იმისა, რომ გარდაცვალების შემთხვევები არ გვქონდეს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, საჭიროა ტესტის ჩატარება და კომუნიკაციის დამყარება ოჯახის ექიმთან.

„როდესაც ვინმეს ეწყება ყელის ტკივილი, ხველა, ტემპერატურა ან სურდო, ეს არ იცი შენ ეს კოვიდია თუ სხვა რესპირაციული დაავადება. პირველივე დღეს ან მაქსიმუმ მეორე დღეს უნდა გაიკეთოს ტექსტი. თუ იქნება დადებითი დაამყაროს კომუნიკაცია ოჯახის ექიმთან, ისე შეაფასებს პაციენტს არაფერი სჭირდება თუ მკურნალობა. ჩვენ გვაქვს ამისთვის უახლესი ანტივირუსული მედიკამენტი „პაქსლოვიდი“, რომელიც ძალიან ბევრ ქვეყანას არ აქვს, დაუნიშნავენ „პაქსლოვიდს“ და ბინაზე უფასოდ მიართმევენ“, – აღნიშნავს ცერცვაძე.

„ომიკრონის“ ახალი ქვე-შტამი ჯანმრთელ ადამიანს 1-წუთიანი კონტაქტითაც შეიძლება გადაედოს – კოვიდ შემთხვევების ზრდის 3 ფაქტორი და ახალი ვარიანტის მიმდინარეობა ზრდასრულებსა და ბავშვებში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები