LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეოლოგები სინოდს ჭყონდიდის მიტროპოლიტ სტეფანეს უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ

308
მიტროპოლიტი სტეფანე

თეოლოგები სინოდს ჭყონდიდის მიტროპოლიტ სტეფანეს უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. ამის მიზეზად თეოლოგები მიტროპოლიტ სტეფანეს მხრიდან პროვოკაციულ ქადაგებებსა და მოწოდებებს ასახელებენ, რომელმაც მხარეთა შორის ფიზიკური დაპირისპირება გამოიწვია.

მათივე ცნობით, ეპარქიაში მეუფე სტეფანეს ჩასვლის დღიდან მდგომარეობა სამარცხვინო და სახიფათო ნიშნულს მიუახლოვდა.

მაღალყოვლადუსამღვდელოესმა სტეფანემ საკითხთა იურიდიულ სიბრტყეზე განხილვის ნაცვლად, პროვოკაციულ ქადაგებებსა და მოწოდებებს მიმართა, რომელმაც მხარეთა შორის ფიზიკური დაპირისპირება გამოიწვია, რის შედეგადაც დაზიანებები მიიღეს მედიის წარმომადგენლებმა და სხვებმა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ მიტროპოლიტ სტეფანეს მიერ მობილიზებულმა ზონდერ ჯგუფებმა ბზობის დღესასწაულზე, სალხინოში, მძიმე ფიზიკური დაზიანება მიაყენეს სნეულებაში მყოფ დიაკონ ანანია კალანდიას და მრევლის სხვა წარმომადგენლებს. ამავე დღესასწაულზე მოძალადეები გამოირჩეოდნენ მედიის წარმომადგენელთა მიმართ განსაკუთრებული აგრესიით. ამ ყოველივეს ფონზე კი უმთავრესი ტრაგედია არის ის, რომ ეკლესიაში დაიკარგა ჭეშმარიტების დამოწმების საჭიროება, ინსტიტუციონალური გაგება, სახარებისეული სულისკვეთების რწმენა და ემპათია. სიმკაცრემ, რომელიც უსიყვარულოა – წარმოშვა შიზოფრენია, მიზანთროპია და შურისმაძიებლობა მმართველ რგოლში – “ბრძენკაცებად მოჰქონდათ თავი და შლეგებად იქცნენ” (რომ.1,22). ჭყონდიდის ეპარქიის დასჯილმა სასულიერო პირებმა აპელაციით მიმართეს წმინდა სინოდს, რომელმაც უნდა განიხილოს მიტროპოლიტ სტეფანეს რევანშისტული, არაკანონიკური და თვითნებური გადაწყვეტილებები.

მოვუწოდებთ წმინდა სინოდს საეკლესიო ერთობის დაცვისა და შფოთის აღმოფხვრის მიზნით: უკან გაიწვიოს ჭყონდიდის ახალი მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი), რადგან ეპარქიაში მისი ჩასვლის დღიდან მდგომარეობა სამარცხვინო და სახიფათო ნიშნულს მიუახლოვდა, რაც კონტროლს თითქმის აღარ ექვემდებარება“, – ნათქვამია ეპისტოლეში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g