“თეთრიწყაროში გუშინ მთელი დღე იმუშავა ჩვენმა ჯგუფმა, გუშინდელი მუშაობის შედეგია ის, რომ გამოვლინდა იქ ინფიცირებულები. სამწუხაროდ, ჩვენი კოლეგები არიან ძალიან ბევრი. დაახლოებით 20 დადებითი შემთხვევაა თეთრიწყაროში,”- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ. პაატა იმნაძემ განაცხადა.
მან იმედი გამოთქვა, რომ როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში, თეთრიწყაროშიც კორონავირუსის დროული შეკავება მოხდება.
მგონი საბოდიშოდ არ გვაქვს საქმე, როცა ასობით გარდაცვლილი არ გვყავს: იმნაძე
“დღესაც მუშაობს იქ ჩვენი ჯგუფი, მთელი დღის განმავლობაში იმუშავებენ და იმედია, რომ ისევ როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში მოხერხდა, ასევე მოხდება დროული შეკავება თეთრიწყაროშიც,” – განაცხადა პაატა იმნაძემ.
თეთრიწყაროს კლინიკის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
მისივე თქმით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსზე 822 ტესტი გაკეთდა, აქედან დადასტურებულია 29 შემთხვევა.ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულია 485 ადამიანი, მათგან 136 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაცვლილი. კარანტინის რეჟიმში 4 928 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 522.
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
“პიკს თვის ბოლოს მოველით”- ცერცვაძე ვარაუდობს, რომ 1 000 შემთხვევას არ უნდა გადაცდეს