ყველა იმ ღონისძიების ჩატარების შედეგად, რაც ქვეყანაში განხორციელდა ბოლო თვეების განმავლობაში, ჩვენ მაქსიმალურად შევძელით ის, რომ გავრცელება ქვეყანაში არ ყოფილიყო ნახტომისებური, არ ყოფილიყო ლავისებური და ნელ-ნელა მომატებოდა შემთხვევათა რიცხვი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, ბოლო ორი დღეა ინფექციის მატება არის 25-29 ახალი შემთხვევა.
ამას გარდა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე მასობრივი ტესტირების საჭიროებაზე დასმული კითხვის პასუხად აცხადებს, რომ კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკით მათ საბოდიშოდ საქმე არ აქვთ.
“ტესტები ჩატარდება ისე, როგორც ამას გადაწყვიტავს ის გუნდი ქვეყანაში, რომელიც მართავს სიტუაციას. ჯერჯერობით, მგონი, საბოდიშო არ უნდა იყოს ის, რომ საქართველოში ათობით და ასობით ადამიანი დაღპული არ არის. საბოდიშო არ უნდა იყოს, მე მგონი, რომ ათასობით ადამიანი და ათიათასობით ავად არ არის; ის, რომ ჩვენი საავადმყოფოები გადავსებული არ არის.
თუ ეს საბოდიშოა, ბოდიშს მოვიხდით, რა თქმა უნდა; მაგრამ არამგონია, რომ რასაც ამ ეტაპამდე მივაღწიეთ, მივაღწიეთ აი, იმ დაგეგმილი სტრატეგიით”,-განაცხადა იმნაძემ.
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულია 485 ადამიანი, მათგან 136 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაცვლილი. კარანტინის რეჟიმში 4 928 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 522.
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
“პიკს თვის ბოლოს მოველით”- ცერცვაძე ვარაუდობს, რომ 1 000 შემთხვევას არ უნდა გადაცდეს