LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტიკარაძე: ჩვენ არ გვაქვს უფლება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ვისაუბროთ

57
123123

საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრი ჯანდაცვის მინისტრს და სახალხო დამცველს შეხვდა.

ეკატერინე ტიკარაძემ იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კონფიდენციალურია:

„აღვნიშნავთ იმას, რომ პაციენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, განსაკუთრებით, როდესაც ეს შეეხება ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, არის კონფიდენციალური და ჩვენ არ გვაქვს უფლება ამ საკითხთან დაკავშირებით ვისაუბროთ. ასევე, მის პირად ექიმსაც არ ჰქონდა აღებული უფლება იმასთან დაკავშირებით, რომ გაეზიარებინა ჩვენთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ველოდებით ამ ეტაპზე პაციენტისგან თანხმობას და მხოლოდ მას შემდეგ დავიწყებთ უკვე მსჯელობას, როგორც არსებულ მდგომარეობაზე, ასევე ყველა გამოსავალზე, რაც შემდგომში შეიძლება გახდეს საჭირო“. – აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

მულტიფუნქციური ჯგუფი უკვე შედგა, ექიმების ჩართულობა დამოკიდებული იქნება თავად მიხეილ სააკაშვილის თანხმობაზე: რატო ბრეგაძე

პოპულალურები