LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტიკარაძე: სხვა ვირუსებიც უკვე სახეზეა, შეინიშნება მოსახლეობის ორმაგი ინფიცირება

82
სფას

“ამ ეტაპზე კოვიდი შედარებით დასუსტებულია და აქედან გამომდინარე სხვა ვირუსებიც უკვე სახეზეა და მათი ერთმანეთთან თანდებით უკვე შეინიშნება ორმაგი ინფიცირება მოსახლეობის”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

“რა თქმა უნდა ქვეყანა ამისთვისაც არის მზად, მკურნალობა ტიპიურია და სიმპტომურად მიმდინარეობს, საწოლფონდის მიხედვით ქვეყანა ამისთვისაც მზადაა”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, გრიპის ვაქცინა მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი ოქტომბრის თვეში იქნება. როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სამინისტრო სეზონური გრიპების 200 000 ვაქცინას შეიძენს.

“რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით, კერძო სექტორი თავის მხრივ თავის წილ პასუხისმგებლობას ატარებს. ოქტომბრის თვეში ჩვენი მოქალაქეებისთვის სეზონური გრიპის ვაქცინა ხელმისაწვდომობი იქნება“,- განაცხადა ტიკარაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები