თანამდებობის დატოვებას არ ვაპირებ, შესაძლოა, საკმაოდ თავდაჯერებული განცხადება იყოს, მაგრამ მე თავდაჯერებულობა და ქედმაღლობა არ მჩვევია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. აღნიშნულით ეკატერინე ტიკარაძე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ.
„თანამდებობის დატოვებას არ ვაპირებ, რადგან ვთვლი, რომ სწორედ ახლა არის ის დრო, როცა მე მაქვს ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობა და შესაბამისად, ეს პროცესი გამარჯვებით უნდა დასრულდეს” – განაცხადა ტიკარაძემ.
ეკატერინე ტიკარაძე არის ერთ-ერთი მეომარი… მის საქმიანობას კონკრეტული ხინჯი არ გააჩნია – ვოლსკი