ოპოზიციური პარტია “ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ოპოზიციას საერთო შეთანხმება შეუძლია. მისივე თქმით, ოპოზიცია მიაღწევს იმასაც, რომ არცერთი პარტია არ შევა პარლამენტში. ბურჯანაძე განმარტავს, რომ თუ საზოგადოებამ არჩევნების შედეგზე რეაგირება არ მოახდინა, შესაძლოა ამას უფრო უარყოფითი შედეგები მოჰყვეს. ამის შესახებ მან “ფორმულას” ეთერში ისაუბრა.
“დღეს ოპოზიციას კარგად ესმის, რომ თუ ჩვენ ამას გადავყლაპავთ, შეიძლება 2024-ში არჩევნები საერთოდ არ ჩაგვიტარონ და ივანისვილმა თვითონ, ან თავისი შვილი მეფედ გამოგვიცხადოს. ის [ბიძინა ივანიშვილი] პირდაპირ, მხოლოდ და მხოლოდ მონებს უჭერს მხარს. ჩემთან მიმართებაში პირადი მტრობა აქვს ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ და ეს უკვე ჩანს ძალიან კარგად”, – ამბობს ნინო ბურჯანაძე.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში შესვლაზე უარი უკვე თქვა პარტია “ევროპულმა საქართველომ”, “ლეიბურისტულმა პარტიამ,” “პატრიოტთა ალიანსმა” და ჯერ კიდევ გუშინ საპარლამენტო მანდატზე უარი თქვა “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა თაკო ჩარკვიანმა.
ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები დარღვევებით ჩატარდა, ტოტალურად გაყალბდა და ამიტომ არალეგიტრიმურად უნდა იყოს ცნობილი. ოპოზიცია არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და ნაწილმა რიგგარეშე არჩევნები უკვე მოითხოვა.