“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატებმა სასამართლოში მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენეს.
როგორც ადვოკატები აცხადებენ, პარტიის ოფისთან, სადაც ნიკა მელია იმყოფება, სპეციალური დანიშნულების რაზმია მობილიზებული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მის დაკავებას აპირებენ.
ადვოკატები აღნიშნულ ფაქტს ახალ გარემოებად მიიჩნევენ, რის გამოც, მოსამართლის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას ეჭვქვეშ აყენებენ.
“ბუნებრივია, ვიდრე პროცესი არ დასრულდება, შსს-ს წინასწარ ინფორმაცია არ უნდა ჰქონდეს. თქვენ არ იღებთ ამ გადაწყვეტილებას. როგორც ჩანს, გადაწყვეტილება წინასწარ არამხოლოდ ცნობილია მათთვის, ელემენტარული პატივისცემაც არ აქვთ თქვენს მიმართ, რომ გადაწყვეტილების გაჟღერებას დალოდებოდნენ”,- განაცხადა კონდახიშვილმა.
„თუ არ გაქვთ წინასწარ დაწერილი გადაწყვეტილება, მაშინ, რატომ დგას ახლა სპეცრაზმი იქ?” – აღნიშნნეს ადვოკატებმა და დაამატეს,რომ სავარაუდოდ – “მათი მიზანია ნიკა მელიას დაკავება”.
ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მოსამართლეს: „გადადეთ გადაწყვეტილების გამოცხადება ხვალ საღამოსთვის და ვნახოთ, მაშინ, რისთვის არიან შეკრებილები სპეცრაზმელები”.
პროკურატურამ სასამართლოს მიმართა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების დამძიმების და მისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით. დაცვის მხარე კი ნიკა მელიასთვის ყველა აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას მოითხოვს.