LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ არ მოგისმენიათ ვერაზანოს ხიდის მისტიკური ჟღერადობა: ნახეთ ვიდეო

326
verrazzano-bridge

ვერაზანოს ხიდი, ან უბრალოდ “ვერაძანო”, რომელიც აშშ-ის ყველაზე გრძელი დაკიდული ხიდია, ამჯერად მისტიკური ხმებით იქცევს მსოფლიოს ყურადღებას.

თუმცა გასაკვირი ამაში ნამდვილად არაფერია, რადგან ლითონის უდიდესი კონსტრუქციები ძლიერი ქარის დროს მსგავს ხმებს ხშირად გამოსცემს.

ნოემბრის ბოლოს ძლიერი ქარების შედეგად, ნიუ-იორკის ამ მნიშვნელოვანმა “საჰარეო მაგისტრალმა” რყევა და უჩვეულო ხმების გამოცემა დაიწყო, შედეგად დროებით შეწყდა ხიდზე მიმოსვლაც.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ამ კომპოზიციას კი მოჰყვა უამრავი შეფასება: “საშინელი”, “საზარელი”, “მისტიკური”, “გამაოგნებელი”… თუმცა შემაშფოთებელი არაფერია, როგორც ამ ფენომენის განმარტების დროს ხშირად ამბობენ: “ხიდმა უბრალოდ სიმღერა დაიწყო”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები