LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ეხლა არ გადაწყდა, 2 კვირაში სრულდება ხვნა-თესვის პროცესი და 1 წელს დავკარგავთ -ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე

260
unnamed

“სხვა სექტორმა შეიძლება მოიცადოს, მაგრამ სოფლის მეურნეობა ვერ გაჩერდება“,- ამის შესახებ „ფორტუნასთან“ საუბარში საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, იმედოვნებენ, რომ ფერმერები დროულად მიიღებენ საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული შეზღუდვების შერბილებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, რათა მათ აგრო-სასურსათო პროდუქციის წარმოება შეძლონ.

„სოფლის მეურნეობას აქვს აგრო კალენდარი და აგრო რუქა. ჩვენ დარჩენილი გვაქვს ორი კვირა, როდესაც შეიძლება საბოლოოდ უზრუნველყოს ფერმერმა ხვნა თესვის პროცესი. თუ ეს ეხლა არ გადაწყდა, 1 წელს დავკარგავთ. მთელი მსოფლიო არის გადასული სასურსათო უსაფრთხოებაზე. ყველა ზრუნავს იმაზე რომ შექმნას გარდამავალი ნაშთები თავის ქვეყანაში და შეამციროს ექსპორტი.

ჩვენ ვართ 70 პროცენტი იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა და გამოწვევები გვექნება სასურსათო მარაგებთან დაკავშირებით. მთელ წელს დავკარგავთ და ჩვენ აუცილებლად დავდგებით ამ გამოწვევის წინაშე“,- განაცხადა ნინო ზამბახიძემ.

ფერმერები მთავრობას დაწესებული შეზღუდვების შერბილებას სთხოვენ

შეგახსენებთ, ფერმერების ერთიანი წერილი პრემიერ-მინისტრს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარესა და ბიზნესომბუდსმენს გაეგზავნა.

წერილში ფერმერები ითხოვენ, რომ რეგიონებში ავტომანქანებით გადაადგილების დრო რამდენიმე საათით გახანგრძლივდეს. ამასთან, მათთვის სპეციალური ცხელი ხაზი შეიქმნას, რომელიც გადაადგილებისთვის საშვის გაცემას სწრაფად უზრუნველყოფს. გარდა ამისა, იმ 4 დიდ ქალაქში, სადაც გადაადგილება შეზღუდულია, ფერმერებისთვის, დაჩქარებული საშვები გაიცეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები