LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ერთ ბავშვს მაინც ჰქონდა ნათქვამი რამე, არ ვარკვევთ ბავშვი მართალია თუ მტყუანი, ის თანამშრომლები ჩვენთან აღარ დაიშვებიან: მეუფე იაკობი

76
1

სახალხო დამცველთან შეხვედრის შემდეგ, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ახალმა  ხელმძღვანელმა მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ პანსიონში საკადრო ცვლილებები ხორციელდება და დარჩებიან ისინი, ვის მიმართაც, პრეტენზია არ არსებობს.

ამასთან, მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს “აჟიოტაშჟისთვის” მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ უფრო სწრაფად და ხარისხიანად განახორციელებენ ცვლილებებს.

გარდა ამისა, ბოდბელმა ეპისკოპოსმა მედიის წარმომადგნელებს მოუწოდა, მუშაობის საშუალება მისცენ, რადგან მისივე თქმით, ჟურნალისტებს “ყიზილბაშებივით ალყა აქვთ შემორტყმული”.

“ჟურნალისტებმა მოგვეცით მუშაობის საშუალება, ალყა რომ გაქვთ შემორტყმული ყიზილბაშებივით. ეს ბავშვებისთვის დიდი სტრესია და ვერ გამოდიან ამ სტრესიდან. მომზადების შემდეგ შევლენ მონიტორები. მტყუან-მართალზე არ იყო ამ შეხვედრაზე საუბარი, ჩვენ ვცდილობთ, რომ ბავშვების საუკეთესო ინტერესები გავითვალისწინოთ.

რაც შეეხება თანამშრომლებს, თუ ერთ ბავშვს მაინც ჰქონდა ნათქვამი რამე, არ ვარკვევთ ბავშვი მართალია თუ მტყუანი, ის თანამშრომლები ჩვენთან აღარ დაიშვებიან. ვაკეთებთ ცვლილებებს და დარჩებიან ისინი, ვისთანაც პრეტენზია არ არის. ზოგთან გვქონდა პრეტენზიები. ასეთი დიდი დაწესებულებები არ შეიძლება, იმიტომ მიდის შეცვლის პროცესი. 2022 წლის 1-ელ აპრილამდეა ლიცენზირებული ეს დაწესებულებები. მადლობა ამ აჟიოტაჟისთვის, უფრო სწრაფად და ხარისხიანად შევცვლით”. – თქვა მეუფე იაკობმა.

პანსიონის ახალმა ხელმძღვანელმა ნინო ლომჯარიასთან შეხვედრაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ძალიან გულღია და გულითადი საუბარი ჰქონდათ.

მისივე თქმით, შეთანხმდნენ, რომ შემდეგი კვირის ბოლოს ერთად ჩავლენ პანსიონში და სიტუაციას ადგილზე შეაფასებენ.

ვიდეო: მეუფე იაკობმა ნინო ლომჯარიას ხატები აჩუქა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები