LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თუ გუნდრუკს უკმევ ხელისუფლებას, ვალი გეპატიება?” – ინგა გრიგოლია ფინანსთა სამინისტროს განცხადებას ეხმაურება

244
ინგა-გრიგ

ჟურნალისტი და ტელეკომპანია „ტვ პირველის“ გენერალური დირექტორი ინგა გრიგოლია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება. განცხადების მიხედვით, ტელეკომპანიებს ბიუჯეტის წინაშე დაგროვილი დავალიანებების გადასახდელად ერთდღიანი ვადა მიეცათ.

“იმედის“ იურისტის  ნინუცა პავლიაშვილის ინფორმაციით კი, „იმედს“, GDS-ს და „მაესტროს“ ეს განცხადება არ ეხებათ, რადგან დავალიანებას კანონის შესაბამისად იხდიან.

ამასთან დაკავშირებით, ინგა გრიგოლია წერს, რომ სახელისუფლებო მედიას კომფორტში ამყოფებენ, მაშინ, როცა ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზიებს ძალით იწვევენ.

„ესენი ნახეთ რა. ამხელა დავალიანება აქვს “იმედს” და ჩვენ მოგვდგნენ, პატარა ტელევიზიებს, ჯერ თქვენი ტელევიზიებიდან ამოიღეთ დავალიანება და მერე გველაპარაკეთ! პრინციპის ამბავია, თორემ საბიუჯეტო ვალდებულებაზე უარს არასოდეს ვამბობთ… ანუ თუ გუნდრუკს უკმევ ხელისუფლებას, ვალი გეპატიება? ძალით გვიწვევენ აშკარად, ოცნებობენ, როგორ მოგვახრჩონ, რომ მხოლოდ ის მედია-საშუალებები ამყოფონ კომფორტში, რომელიც თავად უნდათ“, – წერს ინგა გრიგოლია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები