LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ “ნაციონალური მოძრაობა” პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გამოქვეყნებას გაბედავს, საკადრისი პასუხი გაეცემათ: კობახიძე

52
ირაკლი-კობახიძე

“ძალიან მძიმე მოსასმენი და სანახავია ის ბოლშევიკური კამპანია, რომელსაც ვხედავთ “ნაცმოძრაობის” კუთვნილი სამი ტელევიზიის მეშვეობით. ეს არის კამპანია სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ და, რა თქმა უნდა, ამ მძიმე ბოლშევიკურ კამპანიას საზოგადოების მხრიდან უნდა გაეცეს სათანადო პასუხი.” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძემ ინტერნეტსივრცესა და მედიაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე გამოხმაურების დროს აღნიშნა, რომ ამ ბოლშევიკურ ქმედებებს და ამ გარყვნილ ქმედებებს, სათანადო პასუხი უნდა გაეცეს:

“ძალიან მძიმე მოსასმენი და სანახავია ის ბოლშევიკური კამპანია, რომელსაც ვხედავთ “ნაციონალური მოძრაობის” კუთვნილი სამი ტელევიზიის მეშვეობით. ეს არის კამპანია სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ და რა თქმა უნდა, ამ მძიმე ბოლშევიკურ კამპანიას საზოგადოების მხრიდან უნდა გაეცეს სათანადო პასუხი, განსაკუთრებით 2 ოქტომბერს, როდესაც ჩვენი ამომრჩეველი მივა საარჩევნო ყუთებთან. კიდევ უფრო მძიმე მოსასმენი იყო ჩვენთვის “ნაცმოძრაობიდან” გამოჟონილი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ბოლშევიკური კამპანია არის მხოლოდ და მხოლოდ ფონის შემზადება გარკვეული პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელებისთვის და ამასთან დაკავშირებით საზოგადოების ყურადღების გამახვილება არის ბუნებრივი.

ამ ბოლშევიკურ ქმედებებს და ამ გარყვნილ ქმედებებს, რა თქმა უნდა, სათანადო პასუხი უნდა გაეცეს. ჩვენ მოგეხსენებათ, ჩავატარეთ ბრიფინგი ამ თემასთან დაკავშირებით და ამის შემდეგ ორმა წარმომადგენელმა პარტიული ტელევიზიების, ნიკა გვარამიამ და დიანა ტრაპაიძემ, გაავრცელეს გარკვეული განცხადებები, სადაც ისინი კიდევ ერთხელ ადასტურებენ და მთლიანად არიან საქმის კურსი იმ ჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გავრცელდეს “ნაციონალური მოძრაობის” მიერ და ისინი იქმნიან ერთგვარ ალიბს ამასთან დაკავშირებით. ეს მათ არ გაუვათ, საზოგადოება გასცემს საკადრის პასუხს.

ეს ყველაფერი, რაც ჩვენ ვიცით, არის აბსოლუტურად შოკისმომგვრელი და მხოლოდ და მხოლოდ ბოლშევიკს შეიძლება მოუვიდეს აზრად ისეთი ჩანაწერების გავრცელება, რომელზეც მათ აქვთ საუბარი. ის მესიჯები, რომელიც ვიხილეთ გვარამიასა და დიანა ტრაპაიძის მხრიდან, პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ორ გარყვნილ ადამიანს პირდაპირი ინფორმაცია აქვს ყველაფერთან დაკავშირებით, რაც არის “ნაცმოძრაობის” მიერ დაგეგმილი.” – თქვა კობახიძემ.

მდინარაძე: გვაქვს ინფორმაცია, რომ მომდევნო დღეებში, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ, ჩანაწერების ინტერნეტში ატვირთვა ქვეყნის ფარგლებს გარეთ იგეგმება

კობახიძემ “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შესაძლო გავრცელდებაზე ისაუბრა და ტქვა, რომ თუ ამის გაკეთებას გაბედავენ, ამ შემთხვევაში საკადრისი პასუხი გაეცემათ:

“როგორც მოგეხსენებათ, “ნაციონალური მოძრაობის” შიგნით არის მძიმე ვითარება. მათ არ აქვს დადებითი საარჩევნო პროგნოზები, მოლოდინები და ასეთ დროს, ბუნებრივია, ოფისებიდან ძალიან მარტივად ჟონავს ხოლმე ინფორმაცია. ჩვენ სწორედ მათმა წარმომადგენელმა მოგვაწოდა ინფორმაცია ამ ყველაფერთან დაკავშირებით, გამომდინარე იქედან, რომ ამ ადამიანისთვისაც კი იყო სრულიად შოკისმომგვრელი და მიუღებელი ის ინფორმაცია, გეგმა, რაც მოისმინა საკუთარი გუნდის ლიდერების მხრიდან. რაც მათ აქვთ დაგეგმილი, ეს ბოლშევიზმის ჩარჩოებშიც კი არ ჯდება, მხოლოდ გვარამიას, მელაძის, დიანა ტრაპაიძის და ინგა გრიგოლიას აზრებად შეიძლება მომწიფდეს.

ჩვენი მთავარი ამოცანა ახლა არის პრევენცია და აქედან გამომდინარე ვავრცელებთ ინფორმაციას კონკრეტული გარყვნილი გეგმის შესახებ. თუ მაინც გაბედავენ ისინი ამ ყველაფრის გაკეთებას, ამ შემთხვევაში გაეცემათ ბუნებრივია, საკადრისი პასუხი.” – აღნიშნა კობახიძემ.

შეგახსენებთ, ინტერნეტში სასულიერო პირებსა და საპატრიარქოს თანამშრომლებზე სავარაუდო წერილობითი და აუდიომასალა გავრცელდა. გავრცელებული ფაილები ცალკეული სასულიერო პირების პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციასაც შეიცავს.

დღეს კი, “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აქვთ ინფორმაცია, “ნაციონალური მოძრაობის” კუთვნილი პარტიული ტელეკომპანიების მიერ გუშინდელი დღიდან აგორებული ბოლშევიკური კამპანია ემსახურება ფონის შემზადებას პირადი ცხოვრების ამსახველი გარკვეული ჩანაწერების თუ მათი ფაბრიკაციის გავრცელებისთვის, რომლის ინტერნეტში ატვირთვა, მმართველი გუნდის ინფორმაციით, მომდევნო დღეებში, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ, ქვეყნის ფარგლებს გარეთ იგეგმება.

პოპულალურები