LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ საზოგადოებისთვის საჭიროა ციხეში ვიჯდები, სამარტოვო საკანში გამოვსწორდი – მირზა სუბელიანი

145
image_750x_5ba0f8b13db3f

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მირზა სუბელიანის საქმის არსებითი განხილვა განახლდა. პროცესზე დაცვის მხარემ აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლა არასაპატიმრო ღონისძიებით 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მოითხოვა. მოთხოვნას პროკურატურა არ იზიარებს. ბრალდებას სურს, რომ სუბელიანი პატიმრობაში დარჩეს.

დაცვის მხარე აცხადებს, რომ წინასწარი პატიმრობა გონივრულ ვადას სცილდება. თავად მირზა სუბელიანმა კი განაცხადა, რომ თუ საზოგადოებისთვის საჭიროა, ის ციხეში იჯდება:

“თუ საზოგადოებისთვის საჭიროა ვიჯდები, სამარტოვო საკანში გამოვსწორდი,” – თქვა სუბელიანმა მოსამართლის კითხვის პასუხად, თუ რას ფიქრობს აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე.

საქართველოს პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის, მირზა სუბელიანის შვილი ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი მკვლელობის საქმეში ფიგურირებს. მას გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. ერთ-ერთი გარდაცვლილის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე სუბელიანს მკვლელობის საქმის გამოძიებაში ჩარევას სდებს ბრალად.

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g