LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ვირუსი ფართოდ გავრცელდა, ზუგდიდის ჩაკეტვა დღის წესრიგში დადგება – ალექსანდრე მოწერელია

213
40143583-280276329239945-830268305607491584-n

ამ ეტაპზე ზუგდიდის ჩაკეტვა არ განიხილება, რადგან ინფიცირებულების კონტაქტები მიკვლევადია,- ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, რეგიონში არსებული ვითარების შეფასებისას განაცხადა

ალექსანდრე მოწერელიას განმარტებით, ზომების გამკაცრება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგება, თუ დაფიქსირდება შემთხვევა, როდესაც კონტაქტების გამოკვლევა შეუძლებელი იქნება.

„ჩაიკეტება თუ არა ზუგდიდი, რთული სათქმელია, თუმცა თუ გავრცელება იქნება ფართო მასშტაბის, ეს საკითხი დადგება დღის წესრიგში. პირველ რიგში, ეს არის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების მხრიდან გადასაწყვეტი. დღეის მონაცემებით, ტრაილერის მძღოლის ​კლასტერის ყველა კონტაქტი, პრაქტიკულად, ჯერჯერობით არის მიკვლევადი. შესაბამისად, ეს ადამიანები გადაგვყავს კარანტინში. თუ ვერ დადგინდება კონტაქტები, მაშინ რა თქმა უნდა, მოგვიწევს ზომების გამკაცრების დღის წესრიგში დაყენება. ამ შემთხვევაში ჩვენ ჯანდაცვის მუშაკების ყველა რეკომენდაციასა და მითითებას გავითვალისწინებთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს სახელმწიფო რწმუნებულმა.

„საქართველოს წარმატების ძირითადი ფაქტორი იყო სწრაფი რეაგირება და პრევენცია" - ეკატერინე ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძე მსოფლიო ორგანიზაციის 73-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა.

დღეს რეგიონში 70-ზე მეტი ნიმუშია აღებული გამოსაკვლევად. ამ ნიმუშებიდან რვა არის ტრაილერის მძღოლის კონტაქტი, აღებულ ანალიზებზე პასუხი დღის ბოლოს იქნება ცნობილი. ტრაილერის მძღოლის ჩათვლით, სულ ამ კლასტერში კორონავირუსი შვიდ პაციენტს დაუდასტურდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები