LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ზელენსკის ოსკარის ცერემონიაზე არ მიიწვენენ, შონი პენი თავისი ოსკარის საჯაროდ გადადნობას აპირებს

1160
BeFunky-collage

მსახიობი შონ პენი მოუწოდებს ჰოლივუდის ვარსკვლავებს ბოიკოტი გამოუცხადონ ოსკარის დაჯილდოების ცერემონიას, თუ ცერემონიაზე უკრაინის პრეზიდენტს არ მიიწვევენ. ამის შესახებ დასავლური მედია წერს.

შონ პენის თქმით, ამ შემთხვევაში ის თავის ოსკარს გადაადნობს.

ფოტო: კვლავ მოვლენების ეპიცენტრში – შონ პენი უკრაინელი ხალხის სადარაჯოზე

61 წლის შონ პენი ფრონტის ხაზთან უკრაინელ მებრძოლებს გადამღებ ჯგუფთან ერთად შეუერთდა

“..მართალია ეს შესაძლოა მათი მომენტი იყოს, მათი ფილმების აღნიშვნის დრო, ეს მესმის, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს არის მომენტი როცა შეუძლიათ პროტესტი გამოხატონ და აკადემიის დაჯილდოებას ბოიკოტი გამოუცხადონ. [..] მე თვითონ, თუ აქამდე მივა საქმე, როცა დავბრუნდები, ჩემს [ოსკარს] საჯაროდ გადავადნობ” – თქვა მსახიობმა.

2022 წლის ოსკარის დაჯილდოების ცერემონია 27 მარტს გაიმართება. რამდენიმე დღის წინ, ცერემონიის თანაწამყვანმა, ემი შუმერმა აღნიშნა, რომ ცერემონიაზე ზელენსკის მიწვევის საკითხი წამოაყენა, თუმცა ამ დრომდე უცნობია, მიიღებს თუ არა მასში მონაწილეობას უკრაინის პრეზიდენტი.

თავად მსახიობი შონ პენი  რამდენიმე დღის წინ უკრაინიდან აშშ-ში დაბრუნდა და „სი ენ ენის“ ეთერში, ანდერსონ კუპერს საკუთარ შთაბეჭდილებებზე ესაუბრა.

ამავე თემაზე:

„ისინი გამბედაობისა და პრინციპულობის ისტორიულ სიმბოლოდ იქცნენ“ – შონ პენი უკრაინაში გატარებულ მძიმე დღეებს იხსენებს

შონ პენი ზელენსკიზე: მისი გამბედაობა, ღირსება, სიყვარული, რომელიც მოდის ადამიანისგან…როგორ გააერთიანა მან ქვეყანა – ამან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა

ფოტო/ვიდეო: „მანქანა დავტოვეთ და კილომეტრები ფეხით ვიარეთ, გზაში გამოქცეული ქალები და ბავშვები მხვდებოდნენ, რომლებსაც არაფერი გააჩნდათ“ – რას ჰყვება შონ პენი ცხელი ზონიდან

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g